"პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვეს" - სოფო ნიჟარაძე
კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ელის-მარია სააკაშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე არ შეუშვეს.
როგორც მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ.
როგორც ნიჟარაძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 2 კვირის წინ ნახა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათაშორის, რადგან ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის. და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის",- აღნიშნა ნიჟარაძემ.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
