"ჩანაწერი აჩვენებს მძიმე მდგომარეობას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, დამალული არაფერი აღარ არის"
ჩანაწერებით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უცხო არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის და არც „ქართული ოცნებისთვის“. მსგავსი სახის ჩანაწერის გავრცელება არაერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩანაწერი აჩვენებს მძიმე მდგომარეობას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“.
„მსგავსი ჩანაწერის გავრცელების ინტერესი შეიძლება, ბევრს ჰქონდეს და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ ვგულისხმობ. ეს ჩანაწერი ვისი გავრცელებულია, ამაზე საუბარი რომ დავიწყო, ჭორაობა გამოვა. ჩანაწერებით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უცხო არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის და არც „ქართული ოცნებისთვის“. მსგავსი სახის ჩანაწერის გავრცელება არაერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი. არ ვიცით, ეს ჩანაწერი ავთენტურია თუ – არა, თუმცა აჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ პარტიაშია და რაზეც საუბრობენ, უკვე დამალული არაფერი აღარ არის. ამ ჩანაწერის „გამოგდების“ ინტერესი შეიძლება ბევრს ჰქონდეს. ამ ჩანაწერის გავრცელების მიზანი ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის რომელიმე არაფორმალური მმართველის პოლიტიკური ინტერესი, შეიძლება იყოს ვინმეს დისკრედიტაციის სურვილიც“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
