"ბიძინა ივანიშვილმა დაამთავრა ის სიბინძურე, ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში იყო"
ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, გააკეთა განცხადება, რომ აპირებდა მოსვლას პოლიტიკაში, მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, პოლიტიკური პარტიების არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები თუ როგორ სრულდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შესახებ სტატიას, სადაც, მათ შორის, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე.
„ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“, დაამთავრა ის სიბინძურე, ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ყველაფერი იდეალურად არის, ყველაფერი კარგად არის და ვართ უბედნიერესები. ცხადია, უამრავი გამოწვევაა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვართ იმისთვის საზოგადოებასთან ერთად, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ის პოლიტიკიდან გასულია, ეწევა ქველმოქმედებას, უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და დააკვირდით, მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობას როგორ ციტირებთ, როგორ მიაწვდით ინფორმაციის სახით ხალხს. ავიღოთ იპოდრომის ტერიტორია, „ლაგუნა ვერეს“ გადმოცემა, ყველაფერს გადმოსცემთ, თითქოს რაღაცა უბედურება ხდება და საზიანო კეთდება ჩვენი ქალაქისთვის. არადა, რეალობა, პირიქით, განსხვავებულია, ყველაფერი კეთდება ამ ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, წარმატებისთვის და განვითარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო