ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, შესაბამისი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს.
ლევან ხაბეიშვილის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიული თანამდებობიდან უკვე გადადგა რამდენიმე პოლიტიკოსი. ისინი არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო აკაკი მინაშვილმა, რომელიც ამ პარტიის წევრი იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს; ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა გიორგი კირთაძე; პოსტიდან წავიდა პარტიის პრესსამსახურის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი გიორგი პატარაია; პარტიის საორგანიზაციო მდივნის თანამდებობა დატოვა ბაჩო დოლიძემ; თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა გოგოლაძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული განვითარების მდივანი იყო, ასევე დატოვა პარტიული თანამდებობა; გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ.
თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პარტიის რიგებში რჩებიან.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
