"ახლა უფრო ფესვგადგმულია კრემლის აგენტურა ხელისუფლებაში"
„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა, სადაც ჩვენს მოქალაქეს სჭირდება ზურგი და მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხს კეთილდღეობა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა შესთავაზოს.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იდენტურია 2003 წელთან - ახლაც დასამარცხებელია გაჭირვება, უმუშევრობა, კრიმინალი, უიმედობა და უპერსპექტივობა. ახლა უფრო ფესვგადგმულია კრემლის აგენტურა ხელისუფლებაში და მართვის სადავეები სრულად უპყრია რუსეთის, პუტინის პირად მსახურს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს პრიორიტეტად კვლად რჩება ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია და უკრაინასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ბოროტებაზე გამარჯვება.
„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა, სადაც ჩვენს მოქალაქეს სჭირდება ზურგი და მხარდაჭერა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შევთავაზოთ ჩვენს ხალხს ხვალინდელი დღე, კეთილდღეობა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები. ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ დაცლისგან. დიახ, სამშობლოდან, ოჯახებიდან მოშორებით არ უნდა გარბოდნენ ჩვენი თანამემამულეები საკუთარი ოჯახის წევრების გამოსაკვებად. საკუთარი თავის რეალიზება უნდა შეძლონ სამშობლოში, გამოადგნენ ქვეყანას და წვლილი შეიტანონ საქართველოს წარმატებაში.
ყველა ქალაქში, რაიონში, უბანში, კორპუსში, თუ დასახლებაში უნდა ვიყოთ ყველგან და დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, დები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებულ ძლიერ, ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის ინტერესები.
ბავშვებს ექნებათ ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა. სტუდენტებს ექნებათ განათლების ხელმისაწვდომობა, ცოდნის და უნარების გამოყენების შესაძლებლობა, იქნება სამუშაო ადგილები, ღირსეული ანაზღაურებით. გავმართავთ საგადასახადო სისტემას და ყველანაირ წნეხს მოვხსნით ბიზნესზე, ხელს შევუწყობთ და ხელს გავუწვდით ინვესტორებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა