"არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას"- ხატია დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტსა და საკრებულოებში ბოიკოტის გამოცხადებას, ასევე მანდატების დატოვებას მხარს არ უჭერს.
აღნიშნულის შესახებ ხატია დეკანოიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს უმძიმესი პრობლემა იქნება პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის.
„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო და არც საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას.
მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი ეთქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაა მიმართული.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
