"მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს"
მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე".
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს. ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს როგორც რბილი, ასევე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში და ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევრაზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება გაზრდის ჩვენი რეგიონის და საქართველოს გამტარუნარიანობას. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ე.წ. შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტები სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ალტერნატივად. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს და შავი ზღვის გავლით.
ასევე მინდა, ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას, დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ უკვე ვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან ფლაგმანურ პროექტებს, რომელიც დამატებით ენერგეტიკულ სტიმულს მისცემს და კატალიზატორად იმოქმედებს ევროკავშირთან ინტეგრაციის და აზიის ბაზრებთან. მიგვაჩნია, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა, აღმოსავლეთ-დასავლეთით ისარგებლებს ამ პროექტებით", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო