"გელათიდან უნდა განვდევნოთ მაჯლაჯუნები და ეშმაკები" - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, გელათის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტები საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადეს.

„გელათი არის საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლო. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი, სვეტიცხოველთან ერთად, არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სწორედ გელათი და სვეტიცხოველი არის მსოფლიოს ისტორიულ რუკაზე საქართველო. ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართული მრავალი ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და, პარალელურად, საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია -„ჯალა-თეა”. შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, გვიწევს ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ.

 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზების შესახებ – მზად ვართ გელათთან დაკავშირებით მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, უზრუნველვყოთ ეს, მათ შორის, ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა „ჯალა-თეამ”. მოვუწოდებ, მათ შორის, კულტურის სამინისტროს იმ გმირ თანამშრომლებს, ვინც წერენ დასკვნებს კრიტიკულსა და სიმართლეს გელათის შესახებ, არ შეგეშინდეთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გვერდით ვარ. იცით ჩვენი კონტაქტი, მისამართი, თითოეული თქვენგანის გვერდით დავდგები, მათთან, ვინც ხელს არ აწერს ქურდობას, კრიმინალობას, ჯალათობას და პირდაპირ და ღიად საუბრობთ გელათში განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, უნდა განვდევნოთ ჯალათები, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიცა და ეშმაკებიც გელათიდან. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ, რათა გადავარჩინოთ გელათი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წაკითხვა 266 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.