"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არის დადგმული სცენარი - თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით" - კახა კალაძე
სააკაშვილი დღეს ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დადგმული სცენარია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის „ციხიდან დახსნა შეუძლებელია.“
„ის, რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული. ამაში ჩართული არიან ე.წ. ჩვენი მეგობრები. მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, დაპირისპირება, რევოლუცია. ეს ყველაფერი გაწერილი იყო, მაგრამ ჩაუფლავდათ. სააკაშვილი დღეს ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ის ყველაფერი რაც კეთდება, ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ეს არის დადგმული სცენარი. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს, ცხადია, დასუსტდება... პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს რატომ უნდა გაუხარდეთ სააკაშვილის ან ნებისმიერი პატიმრის სიკვდილი, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია. თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით“, - აღნიშნავს კალაძე.
როგორც მან განმარტა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სტატუსის მონიჭება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.
„ ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე, რეალობა. ჩვენ ერთი წამით არ გადაგვიხვევია იმ გზიდან, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, როდესაც ვისმენთ აბსურდულ რეზოლუციებს, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და შესაბამისი პასუხები, რადგან ყოველთვის ვიცავდით, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
