"24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ, რომ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის სურვილი და ნება"
24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და საქართველო როგორც თავისუფალი და ღირსეული ხალხის ერთობა იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მარგველაშვილი საზოგადოებას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„დღეს უკრაინაში და ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აუცილებელია დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მებრძოლების მიმართ, ვინც შეაჩერა რუსული აგრესია და საკადრის პასუხს სცემს მათ.
მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, არამედ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას.
ჩვენ 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და საქართველო როგორც თავისუფალი და ღირსეული ხალხის ერთობა იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.
სწორედ ამიტომ, უკრაინის სოლიდარობისთვის გელოდებით ყველას 24 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველზე.
სიმართლე გაიმარჯვებს!
ერთობა გაიმარჯვებს!
საქართველო გაიმარჯვებს!”- წერს გიორგი მარგველაშვილი.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
