"მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით"

ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

 

„თუკი „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმავე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტის პოზიცია.

 

„ეს არ არის ცალკეული წევრების რეზოლუცია. ამაზე შეთანხმებული არიან ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ევროპული პარლამენტის უდიდესი უმრავლესობა. უპირველეს ყოვლისა, რეზოლუცია შეეხება ჩვენს წუხილს და შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება. ვფიქრობთ, რომ ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის, რა მოხდება მასთან მიმართებაში. ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, თუ ისინი გააგრძელებენ ამ პოზიციას და დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქნება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია გააცნობიერებენ, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში, ისევე როგორც ევროპარლამენტის პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იქნება გზავნილი ევროპარლამენტისა საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას გააგრძელებენ“.

 

„ეს არის ძალიან მკაფიო ენა ევროპარლამენტის – თუ არიან მონდომებული, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაშინ ჩვენს მოსაზრებას უნდა მოუსმინონ და მიიღონ ზომები ამის შესაცვლელად. ჩვენ ვიცით, რომ აქ ლაპარაკი არის კანონის უზენაესობაზე, ვიცით, რომ, ვთქვათ, უნგრეთში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი, ევროპული ფასეულობების საკითხი, რის გამოც უნგრეთი ვერ მიიღებს ევროკავშირისგან იმ დიდ ფინანსურ დახმარებას, რაზეც მას ჰქონდა პრეტენზია. იგივე ეხება საქართველოს, აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“, – ამბობს კუბილიუსი.

წაკითხვა 220 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.