"ყველაზე დიდ ანტიდასავლურ საქმეს სწორედ კუბილიუსები აკეთებენ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებით"- ვატო შაქარიშვილი
რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?!
არ გვინდა ბატონო! არ გვინდა! საქართველოზე რომ აკომენტარებ დღეში შვიდჯერ, გადაშალე ამ ქვეყნის ისტორია, ორი პწკარი მაინც წაიკითხე! ან თუნდაც აწმყოში ნახე ნამდვილი საქართველო და აგენტურული ქსელით ნუ შემოიფარგლები!!! - ასე ეხმიანება მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც ის აბობს - „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, „კუბილიუსის კი არა, ჯალალ ედ-დინის წესებით არ უცხოვრია ქართველს, თავის მოსაკვეთად გამზადებული ხმალი რომ ედო კისერზე, მაშინ“.
მისივე თქმით, ყველაზე დიდ ანტიდასავლურ საქმეს სწორედ კუბილიუსები აკეთებენ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებით.
„რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?! არ გვინდა ბატონო! არ გვინდა! საქართველოზე რომ აკომენტარებ დღეში შვიდჯერ, გადაშალე ამ ქვეყნის ისტორია, ორი პწკარი მაინც წაიკითხე! ან თუნდაც აწმყოში ნახე ნამდვილი საქართველო და აგენტურული ქსელით ნუ შემოიფარგლები!!!
არც ერთი კავშირი, არც ერთი ორგანიზაცია არ გვიღირს ომის ფასად და ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევის ფასად! ნუ იმუქრებით! ჯერ რისი თავი გაქვთ?! თქვენივე იდიოტური სანქციები გახრჩობთ და თავზე გენგრევათ ყველაფერი! საკუთარ ქვეყნებსა და ევროპულ ღირებულებებზე ფიქრის ნაცვლად, იმაზე ფიქრობთ შობა (Christmas) რა სიტყვით ჩაანაცვლოთ! იმით იწონებთ თავს, სამთავრობო კაბინეტებში რამდენი ტრანსგენდერი და ბისექსუალი გყავთ! სისხლიანი რეჟიმის ბელადზე, თქვენივე სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებულ სააკაშვილზე ამბობთ პოლიტპატიმარიაო და მოგვიწოდებთ საავადმყოფოში გადავაყვანოთ პატიმარი, რომელიც უკვე 9 თვეა უმაღლესი დონის კლინიკაში წევს!
ამ წესებით თამაშს გვაიძულებთ?!
ანტი-დასავლურ პროპაგანდაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, ყველაზე დიდ ანტიდასავლურ საქმეს სწორედ კუბილიუსები აკეთებენ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებით!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს. „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ - განცხადება კუბილიუსმა იმ რეზოლუციაზე საუბრის დროს გააკეთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.
კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
