"დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, თუმცა უარს ვამბობთ" - ირაკლი ზარქუა
ჩვენ, დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 24 თებერვალს უკრაინამ სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" წასვლაზე უარი თქვა.
მისი თქმით, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების სივრცე არ რჩება.
„როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როცა პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.
ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა ზარქუამ.
ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
