"მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები"
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ფასნამატი 70, 80, ზოგ შემთხვევებში 100%-ით გაზრდილი და ეს არის მიუღებელი.
„საკითხი ეხება ჩემს მიერ ორი კვირის წინ გაცემულ დავალებას, რომელიც შეეხებოდა სურსათის და საწვავის ფასებს. ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ აქტიურად ჩართული. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა მთლიანადაა ჩართული ამ პროცესში. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე დიდ ქსელებთან. რითეილის მფლობელებთან. მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის შემდეგი, რომ ის ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე, ანუ, ჯამურად, საერთო შეწონილი გამოდის ისე, რომ ფასნამატი არის 70, 80, შემთხვევებში 100%-ით გაზრდილი და რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი.
ჩვენ მოვისმინეთ ასევე იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80-%-იდან მათი მოგება არ არის, არამედ, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომელიც არის მათ მიერ განსაზღვრული და სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სერიოზული, ლეგიტმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი წესები არ მოქმედებს, ეს საკითხი არის დარეგულირებული ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის