"ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?!"- იაგო ხვიჩია
ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია - ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?! - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ადამიანების იძულებით ჯარში გაწვევა, არ შეიძლება იყოს ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული.
„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და შლაგბაუმის გამღებად, ყარაულებად. აი, ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა. ზოგადად ის, რომ ჯარისკაცის გვერდზე თანაბარ მდგომარეობაში დეზერტირობაზე მეოცნებეს ამყოფებ, ეს არ შეიძლება იყოს ჯარის პატივისცემა. ადამიანს არ უნდა გაუხადო საქმე ისე, რომ დეზერტირობაზე ოცნებობდეს იმიტომ, რომ ჯარში ძალით მიგყავს. ამ ქვეყანაში საკმარისად არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ და ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, ჩვენ იმათ შევუქმნათ პირობები და არავის ჯარში წაყვანა არ მოგვიწევს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
