"თუ „თავდაცვის კოდექსი“ ძალაში შევა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოვაცხადოთ"
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი მაისიდან ძალაში შევა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფიზიკურად უნდა დაიცვან ერთმანეთი და კანონის აღსრულება ვერ უნდა მოხერხდეს.
„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები, მოგეხსენებათ, მღვდელმსახურები არიან. მათი გაწვევა სამხედრო სამსახურში დაუშვებელია. სისტემა ასეთ ადამიანებს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში უშვებს, რომელიც ჯერ ზუსტად არავინ იცის რა არის, მაგრამ არსებული მონაცემებით რაც არის, ესაა: 112, სხვადასხვა სამშენებლო კომპანია, საავადმყოფო და ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებები. ყველა ასეთ ორგანიზაციას, რომელიც თანხმობას განაცხადებს ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, „ბიბლიურ თავისუფლების“ ანათემას გადავცემთ", - განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს ალტერნატიულ სამსახურში, მაგალითად, საავადმყოფოში გაიწვევენ, მათ იქიდან უნდა „გამოიხსნან მონა, რომელიც იქ თავისი ნების გარეშეა”.
„პირველი ამას [გამოხსნას] ჩვენ გავაკეთებთ, პარლამენტის წევრები”, - აღნიშნა ხვიჩიამ.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"
