" მიმდინარეობს ფაშიზმის, ზიზღის კამპანია"- შალვა პაპუაშვილი
რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი. მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რამ ასი წლის წინ ხდებოდა ზოგ ქვეყანაში და საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როცა უნივერსიტეტებში პროფესორებს არ უშვებდნენ.
„რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი – მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში, როცა ხდება ადამიანების გარიყვისკენ მოწოდება, მოკვეთისკენ მოწოდება და მისი კეთროვანად წარმოჩენა. ეს არის ის, რაც ასი წლის წინ ხდებოდა ზოგ ქვეყანაში. საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როცა უნივერსიტეტებში პროფესორებს არ უშვებდნენ. ასი წლის თავზე ამას იმეორებს ის ხალხი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ რაღაც საკითხებში არის ჩახედული. ამდენი დღე გავიდა და ამ ფაშისტურ კამპანიას არ წყვეტენ, ცდილობენ, გარიყონ სხვები. ამაზე არასამთავროების მხრიდან რეაგირება ნულოვანია, ვინც ამ კამპანიას დაგმობდა და გამოავლენდა ამ კამპანიის ავტორებს და გაემიჯნებოდნენ. პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართული არიან ზიზღის კამპანიაში, რაც სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი და ბოლშევიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
