"ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს"- ხათუნა სამნიძე

ე.წ. განდეგილები, „ოცნების“ რადიკალური ნაწილი ზის ჩვენს უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართე წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის საფრთხე იმის, რომ სხდომათა დარბაზში ის ადგილი, სადაც ისინი სხედან, მუდმივი დაპირისპირების და კონფლიქტის კერად გადაიქცეს.

 

„ე.წ. განდეგილები ანუ „ოცნების“ რადიკალური ნაწილი, კანონის უკან წაღების შემდეგ არ წყვეტს ამ კანონის სულისკვეთებით მოქმედებას, ზის ჩვენს უკან, გამოირჩევა შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რომ ვართ თურმე ჯაშუშები და „გამოირჩევა“ დედის გინებით. შესაძლებელია მათთვის მძიმე იყოს, რომ მოღალატეებს ვეძახით მათ, ვინც დააინიცირა რუსული კანონი და ხმა მისცა მათ, მაგრამ დიახ, ისინი მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ღალატობენ ამ ქვეყანას და იმის ნაცვლად, შეწყვიტონ ამ კანონპროექტზე საუბარი და მისი სულისკვეთებით მოქმედება, აგრძელებენ იგივეს და გვეძახიან აგენტებს. ამას მოჰყვა შელაპარაკება ამ 9-იანის მხრიდან. ჯაფარიძემ ისროლა მიკროფონი, სოზარ სუბარი პირდაპირ ეძახდა ნაკაიძეს ჯაშუშს, მეც მომმართეს, როგორც კი ჩავერიე, რომ ვარ ჯაშუში და აგენტი, გვითხრეს რომ კარგად ვიცით, რომელი ქვეყნის. ამას მოჰყვა სხვა დეპუტატების მოსვლა და თავს დაესხნენ ნაკაიძეს, ესროლეს მოგლეჯილი მიკროფონი. რადგან ეს უკვე ორი დღეა გრძელდება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მუდმივი დაპირისპირების კერა შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ჩვენ და 9-იანი ზის, ამიტომ მივმართე წერილით თავმჯდომარეს. ის ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგი სხდომაზე, ამიტომ ვთხოვე, სთხოვოს მისი უმრავლესობის წევრებს, რომ სხვაგან გადასხდნენ და არ იყოს ეს ადგილი მუდმივი დაპირისპირების კერა,“ - განაცხადა სამნიძემ.

წაკითხვა 285 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 22 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.