"კარგად მახსოვს დღე, როცა შხამი შემოიტანეს, კინაღამ მოვკვდი" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის აგენტებმა მოწამლეს. გამოცემის თანახმად, რუსეთის ბოროტი გავლენის შესახებ პოლიტიკოსის პრეტენზია წარმოადგენს ბრალდებების უფრო ფართო სერიის ნაწილს.
„პოლიტიკო“ წერს, რომ, სააკაშვილის მტკიცებით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოლიგარქი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის დავალებით მოქმედებს ქართული სახელმწიფოს „დაპყრობისთვის“.
„რუსეთის აგენტებმა შეაღწიეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებში. კარგად მახსოვს ის დღე, როცა შხამი შემოიტანეს, კინაღამ მოვკვდი. მას შემდეგ ცუდად ვარ. დაწესებულებაში, სადაც მე ვარ, მკურნალობის ძირითად გადაწყვეტილებებს იღებენ უსაფრთხოების სამსახურები და არა – ექიმები. ისინი ნიშნავენ მთელ სამედიცინო პერსონალს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"
