"საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე"
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მისაღებია სრულად, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კითხვას ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს.
„აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.
ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა: „როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით”.
მისი თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის