"ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად"- რობინ დანიგანი
ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი ხარისხით დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რაც ახლა უკრაინის წინაშეა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაერო-ს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
სიახლეები
- “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას” - შალვა პაპუაშვილი
- “დღეს უკლებლივ ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან” - შალვა პაპუაშვილი
- “20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს” - შალვა პაპუაშვილი
- “მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, ვინ ქნება „ლელოსა“ და გახარიას მერობის კანდიდატი - როცა რუს ოლიგარქს მიჰყვები თამაშში, რომელიც დაგაზიანებს, ან გარიგებული ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ამ ორიდან რომელი არიან, დრო გამოაჩენს” - ანა წითლიძე
- “ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა” - შალვა პაპუაშვილი