"ჩვენი უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, ჩექმა გვინდა?"

ძალიან ვწუხვარ, რომ ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე დღეს აქ პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი, მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების, მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის, მაგრამ დრო არის, რომ ერთად ვიყოთ და ვთქვათ: არა დაყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დღესაც საჭიროა დაცვა იმის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში.

 

„ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის აქ ყოფნა სასურველი, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთ კიდეც. იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. აქედან წასვლისას ირჩევენ ევროპას და მე მინდა, აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არაღრევა, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 314 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.