"სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაცმოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ოცნებას“
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ენმ“-ს მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის ფაქტების გამოძიება არ აწყობს.
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ქართულ ოცნებას“. კობახიძე, მგონი ღიად დაემუქრა ამის შესახებ, რომ თუ ამ კომისიას შექმნითო „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელით დავიწყებთო. ზოგადად, ეს სასამართლო ისეთია, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამ სასამართლოზე დისკუსიების და მისი მორალური გასამართლების დრო მოვა, მას ქართველი ხალხი ერთობლიობაში განიხილავს, ეს სასამართლო „ნაცების“ დროს, ეს სასამართლო „ქოცების“ დროს.
ჩემი აზრით, თუ ამას ოდნავ კრიტიკულად შევხედავთ, თუ როგორ ხდება პირობითად „ნაცმოძრაობის“ დასუსტება და როგორ ხდება, ვთქვათ ის, რომ მას არ გააჩნდეს არანაირი იდეა, აკეთებდეს აქციებს, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, როდესაც საგამოძიებო კომისიაა შესაქმნელი იქ რაღაცა მიზეზებით ამაში არ მონაწილეობდეს, როდესაც, მაგალითად, ჯარის რეფორმა ე.წ ფეიქ რეფორმა მიდის და იცი, რომ საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებს ამით დააშანტაჟებენ და „ქართულ ოცნებაზე“ ეცდებიან ხმა მიაცემინონ, შენ ამაში არ მონაწილეობ ეს არ გეხება. შეუძლებელია ეს შემთხვევითი იყოს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
