"ვიღაცებს რომ განცდები და ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, ეს მათი პრობლემაა და მათ ნაცვლად ვერ ვიტირებ"- ლევან ხაბეიშვილი
ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ - ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში.
“საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირაში დააანონსებს ღია, გამჭვირვალე არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ფართომასშტაბიან დიდ საარჩევნო მარათონს დავიწყებთ 63 მუნიციპალიტეტში. თბილისის ჩათვლით 73 მანდატი არის არჩევნების გზით გასათამაშებელი, ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.
რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩემი აზრით ანეკდოტია, როცა ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება გაჰყვეს, ან რამდენი ხნით შეიძლება ინერვიულონ ამაზე. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არის ორ წელში ერთხელ, შესაბამისად, მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ. პარტიაში დიდი არჩევნები ჩატარდა, ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ. ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ამაზე კონცენტრირდნენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კაბინეტებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება და როცა 63 მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩატარებაზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს, ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს, საშუალება აქვს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ხაბეიშვილის და მელიას მხარდაჭერა კი არა ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღოს. ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ. ბიძინა ივანიშვილი არის სამიზნე, მთელი წლები შევალიე ოლიგარქებთან ბრძოლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე: მელიას გულისხმობს თუ არა, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს უტრირებულია.
„უტრირებთ, მსგავსი არაფერი მითქვამს, არ მინახავს მელია ატირებული“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი