"ისინი ოპოზიციას უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს მისთვის უზენაესი კანონით მინიჭებული პრეროგატივით"- ვახუშტი მენაბდე
პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე - რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! - ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.
მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.
"ისინი ოპოზიციას უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს მისთვის უზენაესი კანონით მინიჭებული პრეროგატივით - ნებისმიერ საკითხზე წამოიწყოს გამოძიება, დასვას კითხვები შეაფასოს მიღებული პასუხები.
პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე", - განუცხადა ვახუშტი მენაბდემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის, ტაბლოზე კი მხოლოდ ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა ფიქსირდება. შედეგად კენჭისყრის პროცესი ორჯერ ჩაიშალა, მათ შორის კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
