"ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით" - თინა ბოკუჩავა
ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით, რაც არის არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟირება, მისი უფუნქციოდ დატოვება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „პარლამენტს ინსტიტუციური, ფუნქციური მნიშვნელობა წაართვა შეშინებულმა უმრავლესობამ, რომელიც მესამე დღეა, საპარლამენტო პროცესებს გაურბის და რეგისტრაციაში არ მონაწილეობს“.
„პარლამენტი მესამე დღეა, პარალიზებულია, არამცთუ კომისიის საკითხი, არამედ ყველა სხვა კანონის კენჭისყრაც ვერ ტარდება, რადგან შეშინებული უმრავლესობა უნდა გადაეფაროს სასამართლო კლანს, რომლის სანქცირება მოხდა აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების სახით. ეს უკვე ავლენს იმას, რისი დადგენაც კომისიას სურდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას – ქართველ მოსამართლეებს.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"
