"პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა იწყებს რეპრესიას"
ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება. მელია ამბობს რომ ეს ნაბიჯები, უპასუხოდ ვერ დარჩება.
„მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება. ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ ვერ დარჩება უპასუხოდ.
საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ“, - წერს მელია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ნიკა მელიას გუნდში დარჩენილები ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს პარტიული სიიდან ამოიღო. ხაბეიშვილმა ლევან გორგილაძე დაბლოკა და ის დეპუტატი ვეღარ გახდება.
სიახლეები
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“
- დაგეგმე შენი დასვენება CozyWave-ში
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი