"ამომრჩეველთა აქტივობა და პროცესის ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარმართვა ადასტურებს, რომ არჩევნებს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გავუწიეთ"- გიორგი კალანდარიშვილი
ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის.
„სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით განხორციელდა.
ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში ერთობლივად, არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე. მოვისმინეთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები, რამაც გაგვიმარტივა ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ინტერესი, რომელიც ამ არჩევნებმა გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. ამ არჩევნებს დღეს აკვირდებოდნენ ჩვენი კოლეგები 12 ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. აგრეთვე 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და რა თქმა უნდა მედია. ეს ინტერესი გარკვეულწილად გამოწვეული იყო სწორედ იმ ფაქტით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ფართო მასშტაბით გამოვიყენეთ ელექტრონული ტექნოლოგიები და ამ მხრივ არაერთი ნოვაცია შევიტანეთ საარჩევნო პროცესში.
სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათნახევარში, გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები იმ 117 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებითაც, ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას შეახსენა, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით.
„ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე განხორციელდება.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრატორებს, საუბნო, საოლქო და ცენტრალურ დონეზე, ასევე, სწავლების ცენტრს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა, 24 საათიან რეჟიმში იმუშავეს და ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. ასევე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს. ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ დღეს რომ არჩევნები საერთო საქმეა!“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი