"29 აპრილს ხალხმა კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას"
ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ბანერს, სადაც 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა.
„კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა.
2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა – „თავისუფლება მიშას“, „ბომბების ცეცხლი მირჩევნია“, „საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“, „საქართველო სანქციებს გვერდს უვლის“, „არა რუსულ კანონს“, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“… ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო: წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.
მართლაც, თითქოს „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, რომ ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ.
სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას.
კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი!
და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, ვინც „ეროვნული ინტერესი“ საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
