"კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები"

კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ქოლ - ცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას და ოპოზიციურ არხებს აფინანსებს.

 

„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რამენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და BBC-ის მიერ გამოძიებული, ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლ - ცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და BBC-ის გამოძიების შედეგად დადასტურებულია, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი. საერთოდ რაზე საუბარი?! ახლა მთავარი მინდა ვთქვა-თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას აფინანსებს. სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიებსაც ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს მთელ ოპოზიციურ მოძრაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართა, რომ ისინი ცილს სწამებენ ადამიანებს და დავით კეზერაშვილმა მათი არხების დაფინანსება თავად აღიარა.

 

„თქვენ ბრალდებებს კი არა, ყველაზე ამორალურ ცილს სწამებთ ადამიანებს. რა ბრალდებაზე ვლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა და თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ და დავაფინანსებო. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ არხს და ყველასთვის კარგად არის ეს ცნობილი. მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი- საზოგადოებამ ვერ მოისმინა ახსნა-განმარტება, რომ ასეთი საუკუნის ძარცვა ჩადენილი იყო კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიებს, მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიებიც გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა პასუხები უნდა მიიღოს. ისევე, როგორც მჯერა, ევროპელი საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. იცით, რომ ჩვენ გერმანულ გამოძიებასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ფაქტი ერთად გამოვიძიეთ, გავხსენით და საბოლოოდ, ამ რეალობას ნათელი მოეფინა“,-განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 289 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 09 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.