ანა ნაცვლიშვილი ანრი ოხანაშვილს - "რამდენ ხანს აპირებთ გადაეფაროთ „კლანს“ ლეღვის ფოთლად?"
„კლანი“ წვიმის შემდეგ, სოკოსავით ამოსული რაღაც წარმონაქმნი არ არის საქართველოს სასამართლო სისტემაში, “კლანს” თქვენ უმაგრებთ ზურგს - რამდენ ხანს აპირებთ გადაეფაროთ „კლანს“ ლეღვის ფოთლად?, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ნაცვლიშვილის თქმით, ვიდრე საკანონმდებლო რეგულაციები, რომლითაც „კლანს“ ზურგს უმაგრებს უმრავლესობა, არ შეიცვლება, „კლანი“ რჩება „კლანად“.
„ყველა ერთხმად ამბობს, რომ მთავარი პრობლემა საქართველოს სასამართლოში არის „კლანი“ და ეს „კლანი“ არ არის სოკოსავით, წვიმის შემდეგ, თავისით ამოსული რაღაც წარმონაქმნი საქართველოს სასამართლო სისტემაში. ამ “კლანს” თქვენ ზურგს უმაგრებთ კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაციებით და სანამ ეს საკანონმდებლო რეგულაციები არ შეიცვლება, რამდენი მძიმე წერტილიც არ უნდა დასვათ ამ კანონპროექტში და რამდენი ჩახლართული პროცედურაც არ უნდა მოიგონოთ, „კლანი“ რჩება „კლანად“. ამას ადასტურებს განვლილი ათი წელი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის. რამდენ ხანს აპირებთ გადაეფაროთ „კლანს“ ლეღვის ფოთლად? ეს არის ჩემი კითხვა“, - მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის