"ნაცი“ არ უნდა იყოს ვიცე-სპიკერი, უმრავლესობაში კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას"

საპარლამენტო უმრავლესობაში ვიცე-სპიკერის თანამდებობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა, თუმცა ჩემი პირადი პოზიციაა, რომ „ნაცი“ არ უნდა იყოს ვიცე-სპიკერი. უმრავლესობაში კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „„ნაციონალურ მოძრაობაში“ თქვეს, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა სჭირდებათ საერთაშორისო არენაზე და ამის გათვალისწინებით დაუშვებელია „ნაცის“ არჩევა ამ პოსტზე“.

 

„ეს იქნებოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ეწევა პროპაგანდას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის კანდიდატის სტატუსის არმისაღებად. ასეთ ვითარებაში „ნაცი“ ვიცე-სპიკერი იქნება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს ჩემი პირადი პოზიციაა და დაველოდოთ კონსულტაციებს. რაც შეეხება მელიას განცხადებას, „ნაცმოძრაობაში“ ათასგვარი პრობლემაა და თანამდებობების საკითხი ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, მათ აინტერესებთ თანამდებობები და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, სუბიექტური მიზეზებიც. შიდა დაპირისპირება აქვთ და წინა პლანზე იწევს სუბიექტური ინტერესები. მათი ფრაქცია ოთხმა დეპუტატმა დატოვა და მათი დაშლის პროცესი ღრმავდება. თუ 20 პროცენტზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდათ, თუ ასე გააგრძელებენ, შეიძლება ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვიდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა 16 მაისს წარადგინა.

წაკითხვა 476 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.