"მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული და აწუხებს რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი"
მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული და აწუხებს რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ზეწოლას ახდენს ქვეყანაზე, სამართლიანია, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშფოთებული არიან ამ საკითხით.
„მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული ამასთან დაკავშირებით და რატომ აწუხებთ. ეს არ არის ქართველების სანქცირებაზე. ბოლო აღწერის მონაცემები გვაჩვენებს, რომ მხოლოდ 13 000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში და მათ უმეტესობას ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ან თუ მათ ექნებოდათ რუსეთის დატოვების სურვილი, გასულ წელს დატოვეს რუსეთი. სინამდვილეში ეს რასაც ეხება, არის ის, რომ რუსეთის მილიონ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. უმეტესად ეს არის რუსებისთვის, რათა მოხერხებულად ჩამოვიდნენ და არა საქართველოსთვის. ასე რომ, ვფიქრობ, გასაგებია, რატომ არის ხალხი შეშფოთებული, რატომ სურს ხალხს, უკეთ ესმოდეს, რად დაუჯდება ეს საქართველოს. რუსეთის მხრიდან თუ არის სამომავლო ნაბიჯები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაშინ, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ჯერ კიდევ პატიმრობაში ჰყავს საქართველოს რვა მოქალაქე სამხრეთ ოსეთში, ჯერ კიდევ წარმოუდგენელ ზეწოლას ახდენს ქვეყანაზე, როდესაც რუსეთი ბომბავს უკრაინას, ვფიქრობ, სამართლიანია, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშფოთებული არიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
