ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარია უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე

პარტია "დროა" მათი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზვანილ წერილს, სადაც იგი წერს, რომ არ აპირებს სისტემასთან თანამშრომლობას და არ მივა სასამართლოზე.
 
"დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას. ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!" - ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.
 
 
პარტია "დროას" ცნობით, გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია იზოლატორში რჩება. მის უფლებებს ISFED-ის ადვოკატი, თეონა კილაძე იცავს. პარტიის განცხადებით, ადვოკატის თქმით, ელენე უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე.
 
 
"საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 16:37 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია "დროას" დამფუძნებელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან მოითხოვოს დაკავების ვადის გაგრძელება 24 საათით. შსს-ს ასევე აქვს შესაძლებლობა, ხელწერილის საფუძველზე დაუყოვნებილივ გაათავისუფლოს ელენე ხოშტარია", - წერია პარტიის განცხადებაში.
 
 
ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავში დააკავეს. ის თელავის სამხარეო პოლიციასთან მაშინ აიყვანეს, როცა ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისს კახეთში განვითარებული მოვლენების დროს სულ 19 პირი დააკავეს. ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში 18 მათგანი რჩება. ერთი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრია, 20 მაისსვე გაათავისუფლეს.
 
 
სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
 
 
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
წაკითხვა 436 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.