"ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?!-პრეზიდენტს უფლება არ აქვს ხალხის სახელით ისაუბროს!"- ირაკლი კობახიძე

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა

.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, რადგან ქართველმა ხალხმა ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს და მთავრობას მიანიჭა.

 

„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობია თავის უფლებამოსილებებს მიხედოს. მინდა, მისი გუშინდელი განცხადება გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილს უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, როცა საქმე ნებისმიერ თემას ეხება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ ქვეყანაში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს და მთავრობას მიანიჭა, ეს არის რეალობა. პრეზიდენტს უფლება არ აქვს ხალხის სახელით ისაუბროს. მით უმეტეს, რომ ის თავიდან ბოლომდე იმ ხალხის ნებას აცდენილია, რომელმაც მას მხარი 2018 წელს დაუჭირა. როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ განცხადებას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს, ის ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, გუშინ, ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“.

 

„ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 416 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.