"ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი და შერიგების ტონი შეარჩია" - რომან გოცირიძე

„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი, ცხვრის ქურქი გადაიცვა და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლით - ეშინიათ, კიდევ არ ამხილოს ისევე, როგორც 26 მაისს თავს ლაფი დაასხა ხელისუფლებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" ასევე ეშინია, ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას არ შეიწყალოს.

 

„თუ ამას გააკეთებს ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნება, თუ არ გააკეთებს, მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის ერთდღიანი ფარისევლობა და მალე ვნახავთ, როგორ გაგრძელდება თავდასხმები როგორც ოპოზიციაზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო მეორე რაუნდი "ქართულ ოცნებას". პირველ რაუნდში "ქართულმა ოცნებამ" ტერორის ქვეშ მოაქცია პრეზიდენტი და ის იყო ფაქტობრივად უუფლებო, ხელფეხშეკრული, მას ამ პერიოდის განმავლობაში, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ახლა გამოცოცხლდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

 

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.

წაკითხვა 481 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.