"სააკაშვილს სტრასბურგში უთხრეს, არსად არ უნდა გადაგიყვანონ, მშვენიერ სამკურნალო პირობებში ხარო"- ალეკო ელისაშვილი

რა უჭირს სააკაშვილს, კლინიკაშია, ციხეში ხომ არ არის? რა უნდა ქნან, „დისკოტეკაზე“ ხომ არ წაიყვანენ? რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, საავადმყოფოში წევს და 9 ადამიანი ევლება თავს, ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი!, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდებოდა და სასჯელს ბოლომდე მოიხდიდა.

 

„რა უჭირს სააკაშვილს, კლინიკაშია, ციხეში ხომ არ არის? რა უნდა ქნან, „დისკოტეკაზე“ ხომ არ წაიყვანენ? რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, საავადმყოფოში წევს და ცხრა ადამიანი ევლება თავს, ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი! ეგ არ უთხრა სტრასბურგმა, რომ არაფერი არ გჭირსო შენ, იჯექი ციხეში, არსად არ უნდა გადაგიყვანონ, არც უცხოეთში. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, იჯდებოდა ციხეში და მოიხდიდა სასჯელს ბოლომდე. მე არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია, თავპირი რომ დაალეწა ხალხს, როგორი იყო?

 

„ქართულ ოცნებასაც“ აწყობდა, რომ ამ ქვეყანაში მეტი სალაპარაკო არ ყოფილიყო იმიტომ, რომ ერთნაირები არიან ორივე, შინაარსით ერთნაირები. სააკაშვილი უფრო სადიზმისკენ მიდრეკილი იყო, ესენი ნაკლებად, მაგრამ ერთი და იგივეა, გადმოაბრუნებ ხუთი ნომერია და წითელი, გადააბრუნებ - 41, შინაარსით ერთი და იგივეა. არც ერთს უყვარს ქვეყანა, არც მეორეს, ერთსაც ძალაუფლება უყვარს და მეორესაც. ერთი ძალაუფლებაშია, ხოლო მეორეს დაბრუნება უნდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა წელიწადნახევარი ქვეყანა „აჯანჯღარა“, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ უთხრა, რომ კარგ პირობებშია და არსად არ უნდა გადაიყვანონ.

„სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა გადაწყვეტილება მიიღეს? უთხრეს, რომ არსად არ უნდა გადაგიყვანონ, მშვენიერ სამკურნალო პირობებში ხარ, არც უცხოეთში არ უნდა იმკურნალო და არც სხვაგან არ უნდა გადაგიყვანონ იმიტომ, რომ გაქვს აბსოლუტურად ადეკვატური პირობები მკურნალობისთვისო. წელიწადნახევარი რომ აჯანჯღარა სააკაშვილმა მთელი ქვეყანა და მისმა ტელევიზიებმა: „არიქა, დღეს დაფამფალებს და არიქა, გული მისდის, არიქა, ვერ ჭამს...“ წელიწადნახევარი რაზე ვლაპარაკობდით? პოლიტიკოსებს თავის თავი რომ უყვართ მხოლოდ და ქვეყანა რომ ფეხებზე ჰკიდიათ, აი, ამის კლასიკაა სააკაშვილი. რა უქნა ამ ქვეყანას წელიწადნახევარი?! ჯერ სად მოდიხარ, რომ მოდიხარ, მერე როგორ მოდიხარ? მერე კიდევ, თუ ჩამოხვედი იჯექი კაცურად, საჭმელი შეჭამე და მოითმინე. პარლამენტში იყო - სააკაშვილი, სააკაშვილი... გეგონებოდა ყველაფერი დამთავრებული იყო ამ ქვეყანაში და ხომ დაახია სტრასბურგმა თავზე (საჩივარი)“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წაკითხვა 404 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.