"ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში"

დინამიკურად ვითარდებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. ამავე პერიოდში ნატო- ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 8 სხდომა.

 

„2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე.

 

საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2023 წლის მარტში კი, საქართველომ შეიმუშავა 2023 წლის რიგით მე- 15 წლიური ეროვნული პროგრამა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბოლოო დოკუმენტი წარედგინა ნატოს მხარეს 17 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.

 

მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 8 სხდომა“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.

წაკითხვა 378 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.