"ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ენმ"-ს აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მივეხმარებით მის გადამრავლებაში, რომ ხვალ, ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს"- ლევან ხაბეიშვილი
სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებში?! ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თავად ექიმები საუბრობენ.
„ყველამ კარგად გაიგოს, გარდა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს. მურუსიძის, ჩინჩალაძის, დასანქცირებული მოსამართლეების მიერ გასამართლებულ ადამიანს ედავებიან „პიჯაკების საქმეს“, თურმე პიჯაკები იყიდა, „რედბული“ უყიდა ჰილარი კლინტონს, ასეთი ბრალი აქვს, ამას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ სააკაშვილით გავა არჩევნებზე, თუ მის გარეშე ხაბეიშვილი პასუხობს: „სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებზე? ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს“.
მისივე შეფასებით, სააკაშვილს შეუძლია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი ლობისტი იყოს.
„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის პოლიტიკაში აქტიურად ჩავერევი ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამბობს, რომ უკრაინაში ვხედავ ჩემ თავს, რომ ჩვენს ქვეყანას მივეხმარო. მას შეუძლია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი ლობისტი იყოს, სხვა მეორე მსგავსი არ არსებობს“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.
მან პარტიაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანია, ის „ნიკა მელიას არ ეჯიბრება“, არამედ სურს, რომ „რუსული პარტია ხელისუფლებიდან წავიდეს“.
„თუ ვინმე ვერ შეეგუა წაგებას, მარცხს, ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, უკაცრავად მაგრამ წინა თავმჯდომარის წინააღმდეგ ჩვენი ამომრჩევლის 30 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. მგონია, რომ ამ მდგომარეობას უნდა შეეგუონ და კონკრეტულ საქმეში მოგვეხმარონ. რაც შეეხება გაკეთებას, სამი თვეა, რაც არჩეული თავმჯდომარე ვარ. ამ ხნის განმავლობაში ვამაყობ, რომ 50 ლოჯისტიკური ცენტრი გაიხსნა რეგიონებში, მოშლილი და მორღვეული იყო. ჩვენ 63 მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ არჩევნები. რეგიონებში თავმჯდომარის არჩევნებში 55 ათასამდე მომხრემ მიიღო მონაწილეობა. პარტია ძლიერდება, ჯანსაღდება. სააკაშვილის თემა პრიორიტეტია. მე მელიას კი არ ვეჯიბრები, მე მინდა რუსული პარტიის წასვლა ხელისუფლებიდან, ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, ვერ დამთავრდება. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი