"ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ"- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მთავრობამ ივნისის ბოლომდე ვადა საკუთარ თავს დაუწესა, რათა დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმოსაცემად საბაბიც კი არ დაეტოვებინათ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დეკემბერში ევროპამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება, „შანსები 50/50-ზეა“.

 

მისივე თქმით, მთავრობას იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტი წელს, შარშანდელი წლისგან განსხვავებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნება.

 

„არის 12 პუნქტი და რეფორმები ხორციელდება. ივნისის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა პუნქტი შესრულდება. ეს ჩვენი გეგმაა, რომელიც ქართულ საზოგადოებას დაახლოებით 1 წლის წინ წარვუდგინეთ. ვთქვით, რომ ამ თვის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე, ყველა პუნქტი აუცილებლად შესრულებული იქნებოდა. ჩვენს დაპირებას ქართული საზოგადოებისა და ევროკომისიის წინაშე პირნათლად ვასრულებთ. ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი პირნათლად შესრულებული იქნება.

 

რა თქმა უნდა, ვადა არსებობს. ეს ვადა საკუთარ თავს ჩვენით დავუდგინეთ, იმისათვის, რომ დეკემბერში საბაბიც კი არ დავტოვოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმოსაცემად.

 

ყველამ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი შარშან ივნისიც გვეკუთვნოდა, რაც ევროკომისიამაც დაადასტურა. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება. როდესაც გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. პოლიტიკური კონტექსტი შარშანდელი ივნისის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ სტატუსს მივიღებთ. უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად, წინა წლისგან განსხვავებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 376 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.