"ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ "- მამუკა მდინარაძე
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. სიტყვა „ნაცი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე რისკი არსებობს, ამაში დამნაშავეები „გარე დავალებების შემსრულებლები“ არიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. პრობლემა მხოლოდ პარტიაში არ არის, პრობლემა „ნაცობაშია", რაც უფრო ფართო ცნებაა. ეს ტერმინი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან. მათი საერთო ნიშანი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალებების შესრულება და უსამშობლობაა. ამ სართო ნიშანში გაერთიანებულ ადამიანებს ვეძახით „ნაცებს“. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ამბობდე, კანდიდატის სტატუსისთვის არაფერი კეთდებაო, მაშინ, როდესაც კეთდება. ოდნავ მაინც რისკი თუ არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განვიხილოთ, ამაში დამნაშავეები გარე დავალებების შემსრულებლები არიან. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თორემ დღეს „ქართულ ოცნებას“ 11 წლის მმართველობის შემდეგ მზარდი რეიტინგი არ ექნებოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე შეაფასა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დაიბარა“.
მდინარაძის განცხადებით, თავმოყვარეობამ არ უნდა მოგცეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ქვეყნის პირველ პირზე მსგავსი კომენტარი გააკეთო, რომ ის სხვა ქვეყანაში დაიბარეს.
„ალბათ, თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას ადამიანი, რომ როგორც არ უნდა უარყოფითი განწყობა გქონდეს შენი ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რომ აკადრო საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს. ეს უბრალოდ არ უნდა აკადრო არც ჟურნალისტმა, არც პოლიტიკოსმა და არცერთმა მოქალაქემ, რომ შენი ქვეყნის ლიდერი სადმე დაიბარეს. მათ ლიდერებს, მათ პარტიულ ლიდერებს იბარებდნენ, ეს აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ამ ძველი ნაკადრებიდან გამომდინარე, დღესაც იგივე ფსიქოლოგიით დარჩნენ. ამას ლაპარაკობს ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი და მეც იგივე აზრზე ვარ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ბრიუსელში პოლიტიკურად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ და ამისთვის მათ საკმარისი საფუძველი აქვთ.
„რაც შეეხება თავად შეხვედრას, მოდით ვთქვათ სიმართლე, თუ პოლიტიკურად ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და თუ უნდათ, მოგვცემენ ამ სტატუსს, იმიტომ, რომ როცა მოუნდათ, ეს სტატუსი მისცეს დსთ-ში მყოფ ქვეყანას და თუ მოუნდებათ ჩვენც თავისუფლად მოგვცემენ. ამის საფუძველი აქვთ საკმარისზე მეტი და თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა, კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მსგავსი რეკომენდაცია, მაინც არ მოგვცემენ. ამიტომ, ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული“, - განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი