"რა შეცდომებიც ჩვენ დაგვიშვია, მწარედ მოგვიტრიალდა - ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, თქვენც აუცილებლად მოგიბრუნდებათ ძალიან მწარედ!"- დავით კირკიტაძე

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ ელიან ისეთ ქვეყნებს, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

 

„ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია და მომავლის ხედვა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი. იქ არის ჩვენი ადგილი. ჩემდა გასაოცრად, აქ რამდენიმე კოლეგა გამოვიდა და ისაუბრა რაღაც პროგრესზე, შეცდომა უწოდა იმას, რომ ჩვენ აქამდე არ გვაქვს ასოცირებული წევრის სტატუსი და ვითომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც გვპირდებიან ამ შეცდომის გამოსწორებას. მაგრამ, თქვენ ხომ ყველაზე კარგად აცნობიერებთ, რომ ევროკავშირში არ ელოდებიან ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები, ევროკავშირში არ არიან ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით აკავებენ ყოფილ პრეზიდენტებს და დიახ, თქვენ პოლიტიკური მოტივით, პირადი ანგარიშსწორებით და შურისძიებით დაკავებული გყავთ მიხეილ სააკაშვილი, აბსურდული, სასაცილო ბრალით და არაერთხელ მოგიწოდეს გასულ კვირაში თქვენ, რომ ამ საკითხს მისდგომოდით უფრო სერიოზულად. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან ამ დარბაზში, ან საქართველოს ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა ისე, როგორც წაადგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალება, მინდა შევახსენო ერთი რამ და ეს არის ბუნების კანონზომიერება - ეს დაგვემართა ჩვენ, დაემართა წინა ხელისუფლებასაც, იმის წინასაც, რომ რა შეცდომებიც დაგვიშვია, პირველ რიგში, ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული, ეს შეცდომა მოგვიტრიალდა ჩვენ ყველაზე მწარედ და ყველაზე მწარედ ვიწვნევთ ამის შედეგებს. ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს მივმართავ, აუცილებლად მოგიბრუნდებათ ძალიან მწარედ!

 

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“,- განაცხადა კირკიტაძემ.

წაკითხვა 390 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.