"ყველა შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რათა ეროვნულ ბანკში კრიზისის ხელოვნურად შექმნის შესაძლებლობა არავის მივცეთ"- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ხელოვნური კრიზისი.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი, ამას ემსახურება ეს კანონი, რომელიც თავის დროზე მივიღეთ და რომელთან დაკავშირებითაც გვიწევს ახლა ვეტოს გადალახვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არ წარდგენა, ხელოვნურად შექმნის კრიზისს. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. რა ამოძრავებს პრეზიდენტს, ამაში არ მინდა შესვლა და კომენტარის გაკეთება, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები არის სწორედ იმ ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელი, რომლის პრევენციასაც ჩვენ მიზნად ვისახავთ. ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რათა ეროვნულ ბანკში კრიზისის ხელოვნურად შექმნის შესაძლებლობა არავის მივცეთ. ჩვენთვის მთავარია ეროვნული ბანკი იმართებოდეს სათანადოდ. ეროვნული ბანკი არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის აღსრულებაზე, ეს ეხება ინფლაციის, ლარის კურსის საკითხებს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია, რომ ეროვნული ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებდეს და იქ იყვნენ წარმოდგენილები ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სანდოობის მაღალი ხარისხითა და მაღალი კვალიფიკაციით.

 

ერთადერთი განსხვავება პრეზიდენტის ვეტოსა და ჩვენს მიღებულ კანონს შორის არის ის, რომ ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას. მეტი განსხვავება არ არის. ვეტოს მიხედვით, რჩება 3 ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი კანონის მიხედვით, იქნება ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. ერთადერთი განსხვავება ესაა. ამით ვინმე როგორ შეიძლება გაოგნდეს, ჩემთვის არის გამაოგნებელი. როგორც სამართლებრივი, ასევე ინსტიტუციური კუთხით, ჩვენ შემოგვაქვს დადებითი სიახლე, ინსტიტუციურად უფრო გამართული იქნება ეროვნული ბანკი, როცა კანონით იქნება დადგენილი ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, მაშინ როცა პრეზიდენტი არ არის დანიშნული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.