"ნაცმოძრაობა“ არის ტოქსიკური და ასეთივე ტოქსიკური გახდა ყველა, ვინც თავისი პოლიტიკური საქმიანობა მას დაუკავშირა"
„ნაცმოძრაობა“ არის ტოქსიკური და ასეთივე ტოქსიკური გახდა ყველა, ვინც თავისი პოლიტიკური საქმიანობა მას დაუკავშირა, – ამის შესახებ პარლამენტის პირვემა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ძნელია, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ლოგიკაში მიჰყვე, რადგან აბსოლუტურად განსხვავებულია იმ პროცესებისგან, რაც რეალურად მიმდინარეობს.
„ოპოზიციური გაერთიანება ჰქონდათ, ამისთვის შალვა ნათელაშვილის ეზო, ფანჩატური გამოიყენეს. მაშინ გაერთიანდნენ ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ ანტიქართულ საქმიანობაში და ხელი შეუწყვეს რუსეთის პრიორიტეტების დაკმაყოფილებას საქართველოში. ეს არ იკმარეს და ამ პროცესებში ჩაერთო ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მთავარია დესტაბილიზაცია. „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ ერთადერთი და განუმეორებელია, რადგან ატყობს, რომ ვინც გარშემო შემოიკრიბა, მათ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და ამიტომ ფიქრობს, რომ თავად უნდა იყოს წარმმართველი, თუმცა ამავე დროს გახლეჩილია ორად და ორივე მხარე ნგრევისკენ მიექანება. რაც შეეხება „ლელოს“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, ვაშაძე, ხოშტარია – ამ ხალხს არ აქვს რესურსი, შორს გაიხედოს და ახალგაზრდებს რაიმე ახალი მიაწოდოს, ახალი პროგრამა დადოს. დამანგრეველის გარდა, შინაგანად არ არიან სხვა მიმართულებით მოწოდებული. „ლელოს“ აქვს პრეტენზია, იყოს აღმაშენებელი და სახელი თუ არა, ფუნქცია წაართვას მას, ვინც თავის თავს ასე უწოდა. მათი ურთიერთობები იმდენად შეუსაბამოა, რომ არ მგონია, რეალურ ოპოზიციად გამოდგეს, თუ ერთხელ და სამუდამოდ იმ სისხლიან წარსულს არ გაემიჯნებიან, რომელშიც ჩარჩა „ნაცმოძრაობა“. „ლელოსთვის“ ამის გაკეთება რთული იქნება „ნაცმოძრაობის“ მმართველ რგოლთან ურთიერთობების გამო. „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველოც“ გამოეყო, მაგრამ მათ წითელი ხაზები არ გაავლეს, რაც მათგან გამიჯნავდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა: „გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება“.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის