"ზურაბიშვილი ავი ქალბატონია და ყველაზე საშიში ფიგურაა ჩვენი ქვეყნისთვის" - შალვა ნათელაშვილი
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავი ქალბატონია“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ყველაზე საშიში პიროვნებაა.
ნათელაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს.
„ყველაზე საშიში ფიგურა ჩვენი ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილია. სალომე ზურაბიშვილი არის ავი ქალბატონი, რომელსაც აგზავნიან ვაშინგტონში როგორც კი გაუჭირდებათ.
ასევე, ვთხოვე ამერიკელებს, უვიზო რეჟიმი დაწესდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, პირდაპირი ავიარეისები თბილისს და ვაშინგტონს შორის. პოლიტიკაში პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო. როცა ომი არ არის და პოლიტიკური დიპლომატიური ბრძოლა მიდის, დიპლომატიურ პოლიტიკური მეთოდი უნდა დაუპირისპირო. რუსეთმა აღადგინა ავიაცია, მიმოსვლა, გააუქმა სავიზო რეჟიმი. ახლა რა უნდა გააკეთოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა? უნდა, ასევე, გააუქმოს სავიზო რეჟიმი და დაიწყოს პირდაპირი საავიაციო ფრენები. აი ასე ხდება პოლიტიკაში მოგების ჩაწერა და წინსვლა“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
სიახლეები
- "რკინის ლედი" - ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი
- პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
- "კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
- "საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი
