“რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება პარალიზებულია”- თაზო დათუნაშვილი
საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო პრობლემებია შექმნილი.
„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას - დაახლოებით, ერთი საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით - ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო?” - აცხადებს დათუნიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
