"რადიკალური ოპოზიცია მუშაობს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ" - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიმართ სკეპტიკურად კი არ არის განწყობილი, არამედ პირდაპირ მოქმედებენ საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძირს უთხრის ევროინტეგრაციას და ამას აკეთებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, როცა პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა უმტკიცებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.

„ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ასეთი წამოცდენა ჰქონდა გუშინაც და წინა თვეებშიც. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ პირდაპირ მუშაობს. ჩვენ არა მხოლოდ მოლოდინები, არამედ გეგმა და პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელსაც ვასრულებთ. ზეპირი განცხადებით აღიარებული იყო, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი, სრულად აქვს შესრულებული სამი რეკომენდაცია და აქვს ხელშესახები პროგრესი.

საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა. დღესაც ევროკავშირს სრული არგუმენტაცია აქვს, რომ საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით სტატუსი მიანიჭოს. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. სასურველია, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაგვიანების გარეშე იყოს მიღებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, თალაკვაძის თქმით, „მისი განცხადება რადიკალური ოპოზიციის განწყობას ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მუშაობს.

„რადიკალური ოპოზიცია ძალიან სუსტია, არაკონკურენტული და მზად არ არის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ევროკავშირს სთხოვენ, საქართველოს სტატუსი არ მისცენ, რათა ამით გარკვეული ენერგია მიიღონ 2024 წლის არჩევნებისთვის. საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება. რადიკალურ ოპოზიციას იმის საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ მომავალს დაუპირისპირდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წაკითხვა 317 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.