"არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედ მიიღებთ"- ლევან ხაბეიშვილი
ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილისნაირ „ჩმორებს“, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ იმ ფაქტებით, რომლებიც ბოლო დროს მოხდა.
„რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, როცა მისავე პარტიას ხელმძღვანელობს „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გახლავთ მისი შვილის პირადი სათამაშო, ცხადია, ამ რუსებს, პუტინისტებს, პატარა კაცუნებს არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ. უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში მათ მოკლეს პედაგოგი ია კერზაია, მოსყიდვის მცდელობით, შანტაჟით, მუქარით მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი, ასევე მათ მოკლეს უმოწყალო ცემით ლექსო ლაშქარავა. მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი თავს დაესხნენ სადგისით ირაკლი ნადირაძეს, თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძეს, 16-17 წლის ბავშვებს და ესროდნენ ქვებს. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში პუტინისტები თავს დაესხნენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც რუსეთი და პუტინი არ უნდათ; თავს დაესხნენ ბათუ ქუთელიას, ლევან ბერძენიშვილს, გუშინ თავს დაესხნენ ოპოზიციური არხის დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს, ასევე გარდაბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად, დაგვიჭრეს საბურავები. ყველაზე მძიმედ გუშინ, ფიზიკურად, მიპარვით, მუხანათურად ჩაუსაფრდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს და დაუმტვრიეს ძვლები, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში. მინდა, მივმართო საზოგადოებას, პირველ რიგში, და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ „ჩმორებს“, პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ. ასევე, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
