"ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია "
ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია - გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული და უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც კვლავ გაფართოებაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ისაუბრა რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე და „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მიერ აჯანყების მცდელობაზე და მას მსოფლიოსთვის მოულოდნელობა უწოდა.
ასევე, ზურაბიშვილის თქმით, მოულოდნელობა იყოს იმის ნახვა, რომ აჯანყება დაწყებიდან ასე სწრაფად დამთავრდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რაც „ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა“.
“ჩემთვის და, ვფიქრობ, თითქმის მთელი მსოფლიოსთვის სრული მოულოდნელობა იყო ასეთი ფორმით აჯანყების ნახვა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ამ მომენტისთვის ნამდვილად დასუსტდა [უკრაინის წინააღმდეგ] ომით. სრული მოულოდნელობა იყო იმის ნახვა, თუ როგორ მარტივად შეუძლია ვინმეს საზღვარი გადაკვეთოს და ჯერ როსტოვში შევიდეს და მოსკოვთან ახლოს სხვა ქალაქებში. მოულოდნელობა იყოს იმის ნახვა, რომ ეს აჯანყება დაწყებიდან ასე სწრაფად დამთავრდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რომელიც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა.
უცნაურია, რომ თუნდაც პრიგოჟინს შეუძლია პუტინს ენდოს, როდესაც იგი უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, რომლებიც არასდროს არ არსებობდა რუსეთის ისტორიაში. როდესაც შენ აჯანყებული ხარ ან თუნდაც ომის ტყვე - ეს არასდროს გეპატიება [რუსეთში]. და ეს ახლა რუსეთში ხდება და როგორ შეგიძლია, თუნდაც ლუკაშენკოს ენდო, როდესაც იგი თავად ძლივს იცავს იმ ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც რუსეთის მზარდი მოთხოვნების პირობებში… ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსულ ტრადიციას არ ჰგავს. ვფიქრობ, ახალ ფაზაში ვართ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან არის, როდესაც რუსეთი ხედავს, რომ ყველა მისი დიდი გეგმა ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდა. ეს საბოლოო სამხედრო მარცხი ჯერ არ არის, მაგრამ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია - გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული და უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც კვლავ გაფართოებაზე საუბრობს, რომელიც ისეთ თემას ჰგავდა, რომელთან შეხებაც არავის არ უნდოდა.
ასე რომ, პუტინისთვის ყველა ნეგატიური შედეგი - წარუმატებლობა მობილიზაციაში, პრიგოჟინის “ვაგნერი”, რომელიც ამ თეატრის ბოლო აქტს შეადგენს, რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია. ეს რუსული ტრადიციული არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ არმიად განიხილებოდა, ახლა დონეცკში პრიგოჟინის იმედზეა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის