"იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერო"
როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი, და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
ფრიდონ ინჯიას შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღებაა.
„აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს კიდევ ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის - აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების და ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითისთვის იქ, სადაც თქვენ ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%-ში. ასეთი კანონები მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას აზრი არ აქვს. იქნება მხარდაჭერა?! ეს გარკვეულწილად პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად, სადამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი და ამას თქვენ უწყობთ ხელს, რადგან არ არის კანონი და ხართ ისე რა, არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
